IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

რატომ გვენდობიან

IT Academy STEP - ლიდერი IT განათლების სფეროში 1999 წლიდან. ჩვენ წარმოვადგენთ უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას, რომელიც მთელი მსოფლიოს გარშემო ათასობით კურსდამთავრებულს ითვლის. ჩვენ სპეციალიზირებული ვართ მოზარდებისა და ზრდასრულების IT განათლებაში.

ლექციებზე ყურადღება პრაქტიკას ეთმობა. სასწავლო პროგრამა შედგენილია IT ინდუსტრიის მიხედვით და მუდმივად ახლდება. ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტებს ვაწვდით ყველაზე აქტუალურ და მოთხოვნად ცოდნას, რომელიც ჩვენს კურსდამთავრებულებს დაეხამრებათ გახდნენ მსოფლიოს საუკეთესო IT კომპანიების ნაწილი.

წარმატების საიდუმლო

ჩვენ ხშირად გვეკითებიან, თუ როგორ გავხდით ლიდერი ისეთი სხვადასხვა ქვეყნების ბაზრებზე, როგორიცაა ბრაზილია, მექსიკა, აშშ, კამბოჯა, საქართველო, რუმინეთი, ბულგარეთი, შვეიცარია, უკრაინა.

საიდუმლო რეალურად არ არსებობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის საჭირო დასაქმების ბაზარზე. დარწმუნებული ვართ, რომ ხარისხიანი IT განათლებას 3 საყრდენი აქვს: პროფესიონალი ლექტორები, თანამედროვე სასწავლო პროგრამა და გააზრებული ინფრასტრუქტურა.

უმაღლესი IT განათლება

IT STEP University ესაა პირველი ლიცენზირებული უმაღლესი IT განათლება უკრაინაში. ჩვენი სტუდენტები სწავლობენ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: პროგრამირება, გრაფიკული დიზაინი, ქსელები და კიბერუსაფრთხოება

ჩვენ აქცენტს პრაქტიკაზე ვაკეთებთ. სტუდენტი სწავლის დაწყებიდან პირველივე კვირებიდან უკვე იწყებს რეალურ პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას. ჩვენი სტუდენტების სტარტაპების დაცვაზე ჩვენ ვიწვევთ პარტნიორებს IT ინდუსტრიიდან.

მეორე კურსიდან კი, “ორმაგი განათლების” პროგრამის საფუძველზე, ჩვენს სტუდენტებს შეუძლიათ ერთდროულად ისწავლონ და გაიარონ პრაქტიკა წამყვან საერთაშორისო IT კომპანიებში: Epam, Eleks, Softserve, Nix Solutions, Sigma. Მათ შორის საუკეთესოები კი შეძლებენ განარძონ მუშაობა ამ კომპანიებში.

2

ფილიალი საქართველოში

4 ათასი

სტუდენტი ყოველწლიურად

განათლება სკოლის პარალელურად

IT STEP School ესაა მომავლის სკოლა. ჩვენს სკოლაში ორიენტირებული ვართ IT ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებასა და უცხო ენების გაღრმავებულ სწავლებაზე. ტრადიციული საგნები ჩანაცვლებულია ვებ-დიზაინის, პროგრამირების, მოქნილი უნარებისა და ბიზნესის საფუძვლების გაკვეთილებით. გაკვეთილები ტარდება კომფორტულ, კომპიუტერიზებულ საკლასო ოთახებში, ვიდეოსტუდიებსა და ლაბორატორიებში.

ჩვენს მოსწავლეებს არ ექმნებათ პრობლემები დავალებების მომზადებისა და გამოცდების ჩაბარების დროს. Სასწავლო პროცესი აგებულია ისე, რომ მოხდეს მიღებული ცოდნის გამყარება, რათა გამოცდების ჩაბარება მოსწავლეებმა რეპეტიტორების გარეშე შეძლონ. Ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბავშვებს ჰქონდეთ თავისუფალი დრო თავიანთი ჰობებისთვისა და მშობლებთან საურთიერთობოდ.

სასწავლო პროცესისადმი ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიონალი მასწავლებლები, რომლებსაც უყვართ ბავშვები და მზად არიან მხარი დაუჭირონ მათ იდეებს, სწავლას მაქსიმალურად ეფექტურს ხდის.

14

პროგრამა

6

მათ შორის ონლაინი

Junior IT აკადემია

Unicorn World Virtual School ესაა დისტანციური სკოლა, რომელიც ასევე IT Academy STEP-ის სპეციალისტების მიერაა შემუშავებული.

სხვა მრავალ ონლაინ სკოლასთან შედარებით, Unicorn School ინოვაციური მიდგომითა და გამიფიკაციით გამოირჩევა. Ჩვენ ბავშვებს სწავლისკენ თამაშებით ვიზიდავთ. Ნებისმიერი გაკვეთილი ტარდება თამაშების მეშვეობით, თავისი პერსონაჟებითა და საინტერესო ამოცანებით. Საკონტროლო წერის ნაცვლად გვაქვს ქვესთი, ხოლო ქულების ნაცვლად - ახალი სუპერძალები პერსონაჟებისთვის. Რომელი ბავშვი იტყვის უარს თამაშზე?

როგორც Unicorn School-ის სტუდენტების შედეგები აჩვენებს, „თამაშის“ ასეთ ფორმატში ბავშვები მასალას ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად ითვისებენ.

3

პროგრამა Junior აკადემიის

10К+

კურსდამთავრებული

მეტის გასაგებად

ჩვენი მიღწევები

ჩვენი სტუდენტები იკავებენ პირველ ადგილს საერთაშორისო IT კონკურსებსა და ჩემპიონატებზე

ჩვენმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო IT ჩემპიონატში - Microsoft Imagine Cup-ზე (სიდნეი, ავსტრალია), რომელსაც 106 ქვეყნიდან 400 000-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ დაიკავეს პირველი ადგილი Autodesk-ის ჩემპიონატსა (ნომინაცია "Junior Master") და Cisco-ს V და VI ოლიმპიადებზე.

3) საერთაშორისო IT ჩემპიონატი "Golden Byte"

2017 წელს IT Academy STEP-მა უმასპინძლა საერთაშორისო IT ჩემპიონატს - "Golden Byte-ს", რომლის საპრიზო ფონდს 3 000 000 უკრაინულ გრინვას შეადგენდა. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების წახალისება ინოვაციებისა და ბიზნეს იდეების განვითარებაში.

კამბოჯაში ჩვენმა ფილიალმა მიიღო ჯილდო IT განათლების განვითარების სფეროში

IT Academy STEP-მა კამბოჯაში მიიღო პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო EQUALS in TECH Award 2020-ში ქალთა პროგრამირების პირველი კლუბის ჩამოყალიბებისა და წარმატებით განვითარებისათვის.

მცირე აკადემია გაეროს მიხედვით საუკეთესო პროექტების ხუთეულში შევიდა

მცირეაკადემიის პროგრამა UNESCO-სა და ITU-ს (გაეროს სატელეკომუნიკაციო კავშირი) მიხედვით მსოფლიოს ხუთეულში მოხვდა.

ჩვენი პარტნიორები

IT Academy STEP-ის ფილიალები - ესაა სასწავლო ცენტრები, რომლებიც ავტორიზებულია IT ინდუსტრიის წამყვანი კომპანიების მიერ: Microsoft, Cisco და Autodesk. კურსს უძღვებიან სერტიფიცირებული ლექტორები. სტუდენტებს სწავლის განმავლობაში შეუძლიათ გაიარონ Microsoft-ის, Cisco-სა და Autodesk-ის სერტიფიცირება.